რაგბი | მიხეილ შიოშვილისა და ბექა გიგაშვილის ლელოები საფრანგეთის TOP 14-ში #1TVSPORT
რაგბი | მიხეილ შიოშვილისა და ბექა გიგაშვილის ლელოები საფრანგეთის TOP 14-ში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

„მონტობანმა“ საკუთარ მოედანზე „ტულონს“ უმაასპინძლა და 22:47 დამარცხდა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში თამაში ბექა გიგაშვილმა და გიორგი ჯავახიამ დაიწყეს, ხოლო შეცვლაზე მიხეილ შიოშვილი შევიდა.

გიგაშვილმა და შიოშვილმა თავი ლელოებით გამოიჩინეს და „ტულონის“ მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ორივე ქართველი მორაგბისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა.