რაგბი | მიხეილ შიოშვილის ლელო ზედიზედ მესამე მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით უმაღლეს დივიზიონში (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
„ტულონმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიონას“ უმასპინძლა და 52:26 დაამარცხა.
მასპინძლებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს, მათგან ერთი მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა.