რაგბი | მიხეილ შიოშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ნახევარფინალური რაუნდის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
რაგბი | მიხეილ შიოშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ნახევარფინალური რაუნდის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე 20-წლამდელ მორაგბეთა შორის საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთი იოლად დაამარცხა – 43:15.

გამოცემა NextGenXV-მა, ჯგუფური ეტაპის მატჩბის მსგავსად, ამერადაც ნახევარფინალური რაუნდის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობიდან გუნდის ერთ-ერთი გამოირჩეული წევრი – მიხეილ შიოშვილი შეიყვანა (სხვათა შორის, ის ერთადერთი მორაგბეა ე.წ. მეორე დონის ქვეყნებიდან, რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა), რომელმაც ესპანეთთან მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

„შიოშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩში სამი ლელო მიითვალა, თუმცა, მისი თამაში მხოლოდ ამიტომ არ გამოგვირჩევია. ის დომინირებდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. შიოშვილი ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. დარწუნებულნი ვართ, რომ მას უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც მიიწვევენ“, – ასე დაახასიათა გამოცემამ ახალგაზრდა ქართველი მორაგბე.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეცხრე ადგილის დასაკავებლად გადამწყვეტ მატჩს 19 ივლისს, 22:30 საათზე შოტლანდიასთან გამართავს.