რაგბი | მიხეილ ალანიას სადებიუტო ლელო ახალ გუნდში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) პირველი ტურის ბოლო მატჩში „ბრივმა“ „ვანს“ უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ, 30:30 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მიხეილ ალანიამ და დებიუტი ლელოთი აღნიშნა – ქართველი მორაგბე „ვანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა.
„ბრივის“ სასტარო თხუთმეტეულში დაიწყო თამში კონსტანტინე მიქაუტაძემ, ხოლო 52-ე წუთიდან მოედანზე ვახტანგ აბდალაძე შევიდა.
პირველი ტურის მატჩებში ქართველების ანგარიშზე შვიდი ლელოა – ალანიას გარდა, თავი გამოიჩინეს – ლუკა პეტრიაშვილმა („ნევერი“), იოანე იაშაღაშვილმა („მონ დე მარსანი“), ირაკლი მჭედლიძემ, დაჩი პაპუნაშვილმა, ლუკა ნიორაძემ (სამივე „ირიაკი“) და გიორგი ჯავახიამ („გრენობლი).