რაგბი | მიხეილ ალანიამ „ორიაკი“ დატოვა და „ვანთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცხრა ნომერი, მიხეილ ალანია საფრანგეთის მეორე დივიზიონის (PRO D2) „ვანში“ ითამაშებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
„მოხარული ვართ გაცნობით, რომ ჩვენმა კლუბმა საქართველოს ნაკრების წევრთან, მიხეილ ალანიასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 24 წლის მორაგბე გუნდში 2027 წლამდე დარჩება“, – ნათქვამის კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
მიხეილ ალანია: „ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ კარიერას „ვანში“ განვაგრძობ. ეს არის ამბიციური კლუბი, რომელსაც არაჩვეულებრივი ქომაგი ჰყავს. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას“.
მიხეილ ალანია ხუთი სეზონი „ორიაკის“ ღირსებას იცავდა და ჯამში ამ გუნდის მაისურით 76 თამაში ჩაატარა, გასულ სეზონში 24 მატჩში სამი ლელო მიითვალა. ალანია გიორგი კაჭარავას, ვახტანგ მაისურაძის, არჩილ ბეზიაშვილისა და ნიკო ნეფარიძის შემდეგ მეხუთე ქართველია, ვინც „ვანში“ ითამაშებს.