რაგბი | მეორე მოგება სუპერთასზე - „შავმა ლომმა“ „ლუზიტანუში“ პორტუგალიაში დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | მეორე მოგება სუპერთასზე - „შავმა ლომმა“ „ლუზიტანუში“ პორტუგალიაში დაამარცხა #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ტურში „შავი ლომი“ სტუმრად პორტუგალიაში „ლუზიტანუშს“ შეხვდა და 22:0 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში მე-10 წუთზე ქვათაძემ გახსნა, 10 წუთში ლაშხმა მეორე ლელოც დადო. სამწუხაროდ, მატკავამ ვერცერთი ლელო ვერ გარდასახა და ტაიმი ქართულმა გუნდმა 10:0 მოიგო.

ქართველების უპირატესობით დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარიც, რომელიც  მალე ანგარიშშიც აისახა, ლელო პერანიძემ დადო, მატკავა ამჯერად ზუსტი იყო – 17:0.

შეხვედრის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, მეტოქეს კი ქულის აღების შანსიც არ მისცეს და საბოლოოდ „შავმა ლომმა“ შეხვედრა 22:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ თბილისში „იბერიანსი“ 39:19 დაამარცხა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში 12 ნოემბერს „იბერიანსი“ ესპანეთში „თელავივ ჰითს“ უმასპინძლებს.

რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავი ლომი“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 18 ნოემბერს „თელავივ ჰითის“ წინააღმდეგ კვიპროსში ჩაატარებს.


ლუზიტანუში – შავი ლომი 0:22


ლელო: ქვათაძე, ლაშხი, პერანიძე, მამრიკიშვილი

გარდასახვა: მატკავა