რაგბი | მელიქიძისა და სუთიძის ლელოები საფრანგეთში - თავი აბჟანდაძემ და მატკავამაც გამოიჩინეს #1TVSPORT
რაგბი | მელიქიძისა და სუთიძის ლელოები საფრანგეთში - თავი აბჟანდაძემ და მატკავამაც გამოიჩინეს #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ (TOP 14) და მეორე (PRO D2) დივიზიონებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

TOP 14-ში „სტად ფრანსემ“ „რასინგს“ უმასპინძლა“. შეხვედრა ფრედ 20:20 დასრულდა.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში ქულა გიორგი მელიქიძემ მოაპოვებინა, რომელმაც ე.წ. „გაწითლებულ დროში“ ლელო დადო (ამ დროისთვის „სტად ფრანსე“ 13:20 მარცხდებიდა), კარბონიემ კი გარდასხვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.

მელიქიძემ მიმდინარე სეზონში მე-10 თამაშში მე-6 ლელო მიითვალა.

„ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიონას“ 49:17 სძლია. მასპინძელთა რიგებში ლელო ნიკოლოზ სუთიძემ დადო (მისთვის ეს საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი ლელოა), რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თავი კი 79-ე წუთზე გამოიჩინა. „ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ნინიაშივლი.

PRO D2-ში „ორიაკი“ სტუმრად 26:35 დამარცხდა „აჟენთან“. სტუმართა შემადგენლობაში თედო აბჟანადაძემ თავი ორი გარდასახვითა და ოთხი ზუსტად შესრულებული ჯარიმით გამოიჩინა (სულ 16 ქულა). აბჟანადაძის გარდა „ორიაკში“ ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ, გიორგი ქართველიშვილმა და ალექსანდრე ბურდულმა ითამაშეს.

„ოიონას“ შემადგენლობაში ლუკა მატკავამ მისი თანაგუნდელის მიერ პირველივე წუთზე დადებული ლელო გარდასახა, თუმცა საბოლოოდ „იოიონა“გასვლით მატჩში „ბიარიცთან“დამარცხდა – 17:42.