რაგბი | მელიქიძის ზედიზედ მეორე ლელო ჩელენჯ თასზე, ალანიამ თავი საფრანგეთში გამოიჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა ჩელენჯ თასის გათამაშების მატჩები, რომელშიც კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მელიქიძემ. „სტად ფრანსე“ გასვლით მატჩში 19:26 დამარცხდა „ულსტერთან“. გიორგი მელიქიძე ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ლელოს დადება.
მიმდინარე სეზონში მელიქიძეს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – ყველა ტურნირზე მას უკვე 8 ლელო დაუგროვდა (ორი ჩელენჯ თასზე, ექვსი საფრანგეთის ჩემპიონატში).

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) თავი გამოიჩინა მიხეილ ალანიამ – „ვანმა“ საკუთარ მოედანზე „ბრივს“ უმასპინძლა და 63:7 დაამარცხა – მასპინძელთა შემადგენლობაში ალანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და სამ წუთში ლელო დადო. მიმდინარე სეზონში ეს მისი მესამე ლელოა.