რაგბი | მჭედლიძისა და ქართველიშვილის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე (PRO D2) დივიზიონში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეების ნაწილი საქართველოს ნაკრებში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთთან მატჩისთვის ემზადება, ტურს ქართველების ლელოების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

„ორიაკმა“ „ნევერს“ უმასპინძლა და 41:35 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა მორაგბეებმაც შეიტანეს – კერძოდ, ლელოებით თავი ირაკლი მჭედლიძემ და გიორგი ქართველიშვილმა გამოიჩინეს.

34 წლის ქართველიშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო, ხოლო 25 წლის მჭედლიძემ – მესამე.

„ორიაკი“ 23 ტურის შემდეგ 51 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.