რაგბი | მჭედლიძე და პერტაია საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდენენ #1TVSPORT

14:51, 13.10.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – შერკინების ბურჯები ირაკლი მჭედლიძე და გიორგი პერტაია.

„ორიაკმა“ შინ „ბიარიცი“ 52:33 დაამარცხა. ამ მატჩში მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 63 წუთი ითამაშა და მოედნიდან გასვლამდე 10 წუთით ადრე ლელოს დადება (სეზონში მესამე) მოახერხა.

პერტაიას „გრენობლმა“ კი საკუთარ მოედანზე „კოლომიეს“ სძლია – 23:20. პერტაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი