რაგბი | მატკავას ზედიზედ მეორე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებსაც ქართველების ლელოების გარეშე არ ჩაუვლია.
ამ მხრივ ყველაზე მეტად დატვირთული „ოიონასა“ და „ორიაკის“ მატჩი გამოდგა, რომელიც „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა და 52:17 მოიგო.
მასპინძლეთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ლუკა მატკავა იყო, რომელმაც ამ შეხვედრაში ერთი ლელო დადო და ექვსი გარდასახვა დაარტყა ზუსტად. მასპინძელთაგან ერთი ლელოთი თავი ვასილ ლობჟანიძემაც გამოიჩინა.
„ორიაკის“ შემადგენლობაში კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზე ზუსტად შესრულებული ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმაა.
ლუკა მატკავამ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო – სამი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 2 ლელო, 2 ჯარიმა და 8 ზუსტად შესრულებული გარდასახვაა (სულ 32 ქულა).
„ბრივმა“ შინ 38:17 დაამარცხა „ნიცა“ – მასპინძლეთაგან ერთი ლელო ვახტანგ აბდალაძემ მიითვალა და მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო.
🙌 Sur ce coup là, Luka Matkava a pris les choses en mains ! 1 essai et 6 transformations pour notre ouvreur géorgien. pic.twitter.com/kt2hZM4Uc2
— Oyonnax Rugby (@OyonnaxRugby) September 11, 2026