რაგბი - მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის პორტ-ელიზაბეთში გაიმართება
რაგბი - მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის პორტ-ელიზაბეთში გაიმართება

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაასახელა ის სტადიონი, სადაც სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს 18 ივლისს უმასპინძლებს.

ტესტმატჩი პორტ ელიზაბეთში, „ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე“ ჩატარდება, რომელიც 48 000 გულშემატკივარს იტევს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები მანამდე ორ ტესტშეხვედრას კეიპთაუნსა და დურბანში გამართავენ. აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს სამხრეთ აფრიკა ეროვნული გმირის, ნელსონ მანდელას დაბადების 102 წლისთავს აღნიშნავს.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას ისტორიაში მეორედ ხვდება. პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდებს შორის 2003 წლის მსოფლიო თასზე შედგა და შეხვედრა აფრიკელების გამარჯვებით, ანგარიშით 46:19 დასრულდა.