რაგბი | მარკო ბარტოლამი - მნიშვნელოვანია, რომ მორაგბეებმა კარგად დაისვენონ და ძალები აღიდგინონ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამმა ესპანეთთან მოგებული მატჩი (42:30) შეაფასა:
მარკო ბარტოლამი – „ორივე გუნდის შესრულებით კარგი რაგბი ვიხილეთ. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მოვახერხეთ ჩვენი რაგბის თამაში და საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
ახლა ჩვენი მორაგბეებისთვის მთავარი კარგი დასვენებაა. მათ საფრანგეთში წასვლა და თავიანთ კლუბებში მოუწევთ თამაში და შემდეგ ისვ ნაკრებში დაბრუნება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ძალები კარგად აღიდგინონ და დასკვნით მნიშვნელოვან მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ“.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 7-8 მარტსაა დაგეგმილი, ფინალი კი 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება.