რაგბი | მარკო ბარტოლამი - ბედნიერი ვარ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოვიგეთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში სტუმრად შვეიცარია 54:3 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამიმ და მოთამაშე თედო აბჟანდაძემ თამაში შეაფასეს.
მარკო ბარტოლამი – „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოვიგეთ. პირველი ტაიმი ჩვენთვის ცოტა რთული გამოვიდა, დაძაბული ვიყავით, ვნერვიულობდით და თამაში არ გამოგვივიდა.
მეორე ნახევარში შედარებით დავმშვიდდით, სიტუაცია გამოვასწორეთ, თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ და საბოლოოდ თამაში მოვიგეთ.
ბევრი რამ ვისწავლეთ, რასაც შემედეგ თამაშებში გავითვალისწინებთ და უკეთესები გავხდებით“.

თედო აბჟანდაძე – „პირველი ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთს მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მეტოქის მხრიდან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება გამოვასწორეთ და საბოლოოდ დამსახურებულად მოვიგეთ.
ახლა უკვე ვიცით, რომ ნიდერლანდების ნაკრებთან არ უნდა მოვეშვათ, პირველივე წუთებიდან მობილიზებული უნდა ვიყოთ, უპირატესობა მოვიპოვოთ და მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ“.