რაგბი | ლუკა პეტრიაშვილის ლელო ზედიზედ მესამე მატჩში - საფრანგეთის ჩემპიონატში თავი სხვა ქართველებმაც გამოიჩინეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 27-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი მორაგბეებისთვის შედეგიანი გამოდგა.

ზედიზედ მესამე მატჩი შეძლო ლელოს დადება ლუკა პეტრიაშვილმა, რომლის „ნევერმა“ დაძაბულ ბრძოლაში 36:35 დაამარცხა „ვალანს რომანი“. „ნევერის“ შემადგენლობაში ერთი ლელო ლაშა ფხაკაძის ანგარიშზეა.

ლუკა პეტრიაშვილმა მიმდინარე სეზონში მეცხრე ლელო დადო, ფხაკაძემ კი თავი მეორედ გამოიჩინა.

„ბიარიცი“ გასვლით მატჩში 7:26 დამარცხდა „აჟენთან“. სტუმართა შემადგენლობაში ერთადერთი ლელო გიორგი ნუცუბიძემ მიითვალა, რომლისთვისაც ეს ამ სეზონში სადებიუტო ლელოა.

კვლავ გამოიჩინა თავი „მონ დე მარსანის“ შემადგენლობაში იოანე იაშაღაშვილმა, რომელმაც „დაქსთან“ მატჩის ბოლოს ერთი ლელო დადო, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა – „მონ დე მარსანი“ 21:35 დამარცხდა – იაშაღაშვილმა კი სეზონში მეექვსე ლელო ჩაიწერა.

„ბრივმა“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა „ორიაკი“ – 75:9. მასპინძელთაგან ერთი ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ (სეზონში პირველი) დადო, სტუმრებს კი ცხრავე ქულა თედო აბჟანდაძემ შესძინა – „ბორჯღალოსნების“ მგეზავმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა და ერთი არეკნი შეასრულა.