რაგბი | ლუკა ივანიშვილის პირველი ლელო ინგლისის ჩემპიონატში #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ბრისტოლის“ წევრმა, ლუკა ივანიშვილმა ინგლისის ჩემპიონატში პირველი ლელო მიითვალა.
„ბრისტოლმა“ საკუთარ მოედანზე „ნორტჰემპტონი“ 46:12 დაამარცხა. ივანიშვილი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და მატჩის ბოლო წუთზე ინგლისურ კარიერაში პირველი ლელო დადო.
საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მე-11 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა – „პომ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 53:33 სძლია.
მასპინძლეთაგან სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე იყვნენ, გორგაძემ 65-ე წუთზე ლელო დადო. საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.
„ლა როშელში“ დავით ნინიაშვილი, ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთნენ. ოთხ წუთში ქუნთელიამ თავი ლელოთი გამოიჩინა – ეს მისთვის ამ სეზონში პირველი ლელოა.