რაგბი | ლობჟანიძის, იაშაღაშვილისა და ჯალაღონიას ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) 23-ე ტურის მატჩები, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმა ლელოებით გამოიჩინეს თავი.
„ბრივმა“ საკუთარ მოედანზე „მონ დე მარსანი“ 33:20 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში თავი იოანე იაშაღაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა და ერთი ლელოც დადო – ეს მიმდინარე სეზონში იოანეს მესამე ლელოა.
„ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი შველიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
„პროვანსმა“ დაძაბულ ბრძლაში „კოლომიეს“ 24:23 სძლია და ამ წარმატებაში წვლილი მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ჯალაღონიასაც მიუძღვის, რომელმაც 50-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელო დადო.

ჯალაღონია 58-ე წუთზე შეცვალეს, მიმდინარე სეზონში ეს თორნიკეს მეორე ლელოა.
„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე ადვილად დაამარცხა „მონტობანი“ – 39:7. შეხვედრაში პირველი ლელო საქართველოს ნაკრების წევრმა, ვასილ ლობჟანიძემ დადო, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა. ლობჟანიძე 69-ე წუთზე შეცვალეს.
„მონტობანში“ ვახტანგ ჯინჭარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა, ხოლო ლუკა აზარიაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.