რაგბი | ლევან მაისაშვილმა „სკარლეტსთან“ მატჩი შეაფასა - ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ვუძღვნით [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | ლევან მაისაშვილმა „სკარლეტსთან“ მატჩი შეაფასა - ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ვუძღვნით [ვიდეო] #1TVSPORT

ჩელენჯ თასის გათამაშებაში „შავმა ლომმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში „სკარლეტსი“ 23:7 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თამაში შეაფასა:

„ეს იყო ისტორიული დღე ქართული რაგბისთვის. ჩელენჯ თასზე პირველი თამაშის შემდეგ ბიჭები უკმაყოფილეობი იყვნენ, გრძნობდნენ, რომ „გლოსტერთან“მოგება შეეძლოთ და ეს უკვე გამარჯვება იყო, რომელიც, უბრალოდ შედეგში ბოლომდე არ აისახა, ასეც ხდება ხოლმე.

„სკარლეტსთნ“ თამაშის წინ მათ ვუთხარი, რომ მოედნიდან გამარჯვებული უნდა გამოვსულიყავით, ოღნდ ეს გამარჯვება ამჯერად ტაბლოზეც უნდა ასახულიყო და მათ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, ზუსტად ეს არის თავდაჯერება და საკუთარი ძალების რწმენა.

რთული თამაში გამოვიდა ძლიერი მოწინააღმდეგესთან. „სკარლეტსი“ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, ის უელსური რაგბის ერთ ერთი ფლაგმანია.

ვულოცავ ყველას ამ დიდ გამარჯვებას. ნიშანდობლივია, რომ ეს მოგება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას დაემთხვა. ეს მოგება ჩვენ ყველამ ერთად დავიმსახურეთ და ისტორია დავწერეთ, ამ გამარჯვებას სრულიად საქართველოს ვუძღვნით“ – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.