რაგბი | ლევან მაისაშვილი - სიტუაცია დროულად უნდა განიმუხტოს
რაგბი | ლევან მაისაშვილი - სიტუაცია დროულად უნდა განიმუხტოს

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

ლევან მაისაშვილმა კომენტარი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან, ბაჩო ხურციძესთან ერთად გააკეთა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ის მხარს კანონიერ არჩევნებს უჭერს და არა რომელიმე კანდიდატს.

„არაერთხელ მოვისმინე ძალიან ბევრი აბსურდული და აბსოლუტურად უშინაარსო განცხადება. შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ნებისმიერი ადამიანის, კლუბის თუ ორგანიზაციის სავიზიტო ბარათი არის მისი ნაკეთები საქმე. ეს სიტუაცია რაც შეიძლება დროულად უნდა განიმუხტოს. როგორ? – ლეგიტიმური და კანონიერი არჩევნებით, სადაც ყველა კლუბს ექნება საშუალება, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს. ვინც გაიმარჯვებს, მართოს რაგბის კავშირი. მე კანონს ვუჭერ მხარს. ხვალ თუ ბატონი ბაჩო ხურციძე კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, შესაბამისად, მის მხარეს არ ვიქნები. არც გოჩა სვანიძის მხარეს ვარ, არც ირაკლი აბუსერიძის და არც ბაჩო სვანიძის – კანონის მხარეს ვარ,“ – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.