რაგბი | ლევან ჩილაჩავას პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

ჩელენჯ თასზე „შავი ლომის“ ყოფილი მეტოქეები, „კასტრი“ და „კლერმონი“ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მასპინძელი „კასტრის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ლევან ჩილაჩავა, რომელმაც 59-ე წუთზე ლელო დადო და „კასტრს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. მასპინძლებმა თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს (20:20), მაგრამ მატჩის მიწურულს „კლერმონმა“ ჯარიმის გატანა მოახერხა და საბოლოოდ დაძაბული შეხვედრა 23:20 მოიგო.

13 ტურის შემდეგ „კასტრი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მას ერთი ქულით ჩამორჩება „კლერმონი“ და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.

ჩილაჩავასთვის ეს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.