რაგბი | ლევან ჩილაჩავამ „კასტრთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამშემ, ლევან ჩილაჩავამ ფრანგულ „კასტრთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა – ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
„როდესაც „კასტრში“ კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო „კასტრში“ დარჩენა და კარიერის აქ დასრულება.
მომწონს ეს გუნდი, მიხარია ყოველდღე ვარჯიშზე მოსვლა. აქაურ ქომაგებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ძალიან მიყვარს ისინი და ასეთივე სიყვარულს ვიღებ საპასხუდ“, – განაცხადა ლევან ჩილაჩავამ.
34 წლის ჩილაჩავა „კასტრში“ 2021 წელს ჩაირიცხა, მის შემადგენლობაში 85 მატჩი ჩაატარა და 6 ლელო დადო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩილაჩავას 54 მატჩი აქვს ჩატარებული.