რაგბი | ლევან ბუცხრიკიძე საერთაშორისო სერიის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიაში გამოსვლა ირლანდიასთან მატჩით დაასრულა, რომელიც ფრედ, 13:13 დასრულდა.
ამ შეხვედრის შემდეგ გამოცემა Nextgenxv-მ მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც უმცროსი „ბორღალოსნების“ ერთი წევრი – ლევან ბუცხრიკიძე მოხვდა.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა – 35:31 დაამარცხა ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრები, 19:57 დამარცხდა სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან და ფრედ, 13:13 ითამაშა ირლანდიის ნაკრებთან.
საქართველოს 18-წლამდეთა ნაკრებმა წელს ორ მაღალი დონის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, შემოდგომაზე კი მას, ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს თამაში და ტიტულის დაცვა.