რაგბი | ლექსო ყაულაშვილის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონის (TOP 14) 24-ე ტურის შეხვედრაში „პომ“ საკუთარ მოედანზე „ტულონი“ დაძაბულ შეხვედრაში 25:21 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ქართველმა ბურჯმა, ლექსო ყაულაშვილმა გახსნა და TOP 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო მიითვალა.
ყაულაშვილის გარდა „პოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ბექა გორგაძე, ხოლო „ტულონის“ ძირითადში თამაში ბექა გიგაშვილმა დაიწყო.
„პო“ 52 ქულით მე-9 ადგილზეა, „ტულონმა“ კი 68 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციას იკავებს.