რაგბი | ლექსო ყაულაშვილის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო მატჩების მიუხედავად, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში (TOP 14) მე-10 ტური დაიწყო, რომლის პირველ მატჩში ლიდერი „პო“ „ბორდოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 34:33 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე იყო, ლექსო ყაულაშვილი და გურამ პაპიძე. ყაულაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, პირველივე წუთზე ლელო დადო და ანგარიში გახსნა, პაპიძე კი 46-ე წუთზე შეცვალეს.

ყაულაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო. „პოს“ ამ მოგების შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.