რაგბი | ლელო ზედიზედ მეორე მატჩში - დავით ნინიაშვილმა „ლიონს“ საფრანგეთის ჩემპიონატში მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | ლელო ზედიზედ მეორე მატჩში - დავით ნინიაშვილმა „ლიონს“ საფრანგეთის ჩემპიონატში მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზონში (TOP 14) მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. „ლიონმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში „ბორდო“ სტუმრად 22:20 დაამარცხა.

„ლიონის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა, რომელმაც ამჯერადაც ლელო დადო.

ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ჩელენჯ თასზე „ჩიტაზთან“, ნინიაშვილის ლელო ამჯერადაც შესანიშნავი გამოდგა – „ბორჯღალოსნების“ ფულბეკმა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და „ლიონი“ 8:0 დააწინაურა. ლიონელთა შემადგენლობაში ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ირაკლი აფციაური კი შეხვედრაში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ეს ნინიაშვილის მესამე ლელოა. „ლიონმა“ კი ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.