რაგბი. ლეგიონერები | გიორგი ჯავახია კარიერას გრენობლიში გააგრძელებს #1TVSPORT
რაგბი. ლეგიონერები | გიორგი ჯავახია კარიერას გრენობლიში გააგრძელებს #1TVSPORT

„ბორჯღალოსანთა“ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია კარიერას PRO D2-ის კლუბ „გრენობლიში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა. ახალ კლუბში გადასვლამდე ჯავახია ჯერ „ლიონში“, შემდეგ კი „ორიაკში“ ასპარეზობდა.

ჯავახია მაღალი დონის მეორეხაზელია. ის შესანიშნავად თამაშობს რაქსა და შერკინებაში. ამას გარდა PRO D2-ში ბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წამღებია. მოხარულები ვარ, რომ კლუბმა მასთან ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის 26 წლისაა და კიდევ შეუძლია განვითარება“, – ასე შეაფასა ჯავახიას ტრანსფერი „გრენობლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გენგენბახერმა.

PRO D2-ში „ლიონსა“ და “ორიაკში“ გიორგი ჯავახიამ 73 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მაისური კი 8-ჯერ მოირგო.

ჯავახიას გარდა „გრენობლის“ შემადგენლობაში ირაკლი აფციაური, ლუკა გოგინავა და ზურაბ ჟვანია თამაშობენ.