რაგბი | ლაშა ფხაკაძის სადებიუტო ლელო საფრანგეთის TOP 14-ში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით პირველ დივიზიონში (TOP 14) მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.
ჩემპიონთა თასის მოქმედმა გამარჯვებულმა „ბორდომ“, საკუთარ მოედანზე „ლიონი“ მიიღო და 51:28 დაამარცხა.
მასპინძლეთა სასტარო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ლაშა ფხაკაძემ, რომელმაც 37-ე წუთზე მიმდინარე სეზონში პირველი ლელო მიითვალა. ქართველი მორაგბე 50-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მოგების შემდეგ „ბორდომ“ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.