რაგბი | ლადო კილასონია - ფრანგებთან თამაშით სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ #1TVSPORT
რაგბი | ლადო კილასონია - ფრანგებთან თამაშით სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში გასამართავი მსოფლიო თასისთვის ემზადება. გუნდმა 18 მაისს საფრანგეთში საკონტროლო მატჩი ჩაატარა ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ და 5:36 დამარცხდა. მწვრთნელებს მოთამაშეთა საქმეში ხილვა სურდათ, ამიტომ თამაში ოთხ ბლოკად დაიყო და გუნდებმა 20-20-წუთიანი ტაიმები ითამაშეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთდერთი ლელო ნიკა ლომიძემ დადო.

საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:

„გუნდი სამ ნაწილად დავყავით და შემადგენლობა დავატრიალეთ, რათა ყველასთვის მიგვეცა თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს იყო პირველი თამაში, მოთამაშეთა ნაწილი პირველად ეზიარა საერთაშორისო რაგბის. ფრანგებს წელს უკვე შვიდი შეხვედრა აქვთ ჩატარებული და თამაშის მსვლელობაზე ამანაც იმოქმედა. გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. სამწუხაროდ, აქამდე თამაში ვერ მოვახერხეთ და მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ კონტურები მოვხაზეთ, ახლა კი დავინახეთ, რაზე გვაქვს ყურადღება მისაქცევი. ფრანგებთან შეხვედრამ მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც დაგვანახა, სად ვართ, სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ“.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საქართველოში 20 მაისს დაბრუნდებიან და ინგლისელ თანატოლებთან მატჩებისთვის განაგრძობენ მზადებას. თამაშები 27 მაისსა და 1 ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე გამართება.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წლის 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი ოფის კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს.