რაგბი | ხუთი დებიუტანტით შვეიცარიასთან - საქრთველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ხუთი დებიუტანტით შვეიცარიასთან - საქრთველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

8 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ივერდონში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს – შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამიმ, პიერ ანრი ბრონკანთან კონსულტანციების შემდეგ, შვეიცარიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ხუთი დებიუტანტია. მათგან ორი (ოთარ მეტრეველი და ნიკოლოზ რეხვიაშვილი) თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, ხოლო დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი სათადარიგოთა შორის იქნებიან.

შვეიცარიასთან მატჩი „ბორჯღლოსნების“ შემადგენლობაში მეასე იქნება ვასილ ლობჟანიძისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების მერვე „ცენტურიონი“ გახდება დავით კაჭარავას (122), სანდრო თოდუას (122), მერაბ კვირიკაშვილის (115), მერაბ შარიქაძის (104), შალვა მამუკაშვილის (103), გიორგი ჩხაიძისა (100) და ლაშა მალაღურაძის (100) შემდეგ.

საქართველოს ნაკრების შემედგენლობა შვეიცარიასთან:

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი („ყოჩები“), 10. ლუკა მატკავა („ოიონა“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 2. ვანო კარკაძე („ოიონა“), 3. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. გიორგი ჯავახია („ტულონი“), 6. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი („მონ დე მარსანი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“).

სათადარიგოები: 16. ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), 17. ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), 18. ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), 19. დავით ლაგვილავა („პერპინიანი“), 20. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 21. ანდრო დვალი („პერპინიანი“); 22. გელა აფრასიძე („პერპინიანი“), 23. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 15 თბერვალს სტუმრად გამართავს ნიდელანდებთან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს თბილისში ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.