რაგბი | კარკაძის ლელო ზედიზედ მეორე მატჩში, მატკავას კიდევ ერთი გამორჩეული თამაში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეექვსე ტურის მატჩებში არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა თავი.
„მონტობანმა“ შინ 32:24 დაამარცხა „ბრივი“. მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო დაჩი პაპუნაშვილმა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მანაც შეიტანა წვლილი.
კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარეს „ოიონში“ მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა.
„ოიონამ“ გასვლით მატჩში „ნარბონი“ 57:14 დაამარცხა. ლუკა მატკვამ თავის გუნდს 22 ქულა მოუტანა – საქართველოს ნაკრების მგეზავმა ერთი ლელო დადო (სეზონში მესამე), 7 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. „ოიონაში“ ზედიზედ მეორე მატჩში დადო ლელო ვანო კარკაძემ.
„ბეზიეს“ რიგებში სეზონში პირველი ლელო მიითვალა ნიკა სუთიძემ, მაგრამ მისი გუნდი გასვლით მატჩში 20:47 დამარცხდა „ვალანს რომანთან“.
„ორიაკმა“ 52:33 სძლია „ბიარიცს“, რაშიც მასპინძლებს ირაკლი მჭედლიძე ერთი ლელოთი დაეხმარა, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე სამი ლელოა.