რაგბი | კახაბერ დარბაიძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

17:32, 03.09.2026

საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

„ბიარიცმა“, სადაც კახაბერ დარბაიძე და გიორგი ნუცუბიძე თამაშობენ, საკუთარ მოედანზე მეორე დივიზიონის დებიუტანტი „ნიცა“ 36:5 დაამარცხა.

სარაგბო გამოცემის, „მიდი ოლიმპიკის“ მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დარბაიძეც მოხვდა, რომელმაც „ბიარიცში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა – ქართველი შერკინების ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა.

„ბიარიცი“ მეორე ტურის მატჩს 4 სექტემბერს სტუმრად „ოიონასთან“ გამართავს.

მსგავსი