რაგბი | ჯავახიას დაწყებული შეტევა გიგაშვილმა ლელოთი დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (TOP 14) „ტულონმა“ საკუთარ მოედანზე „მონპელიეს“ უმასპინძლა და 30:27 დაამარცხა.

მაპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ჯავახია და ბექა გიგაშვილი სათადარიგოები იყვნენ, მოედანზე 68-ე წუთზე შევიდნენ და გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ტულონელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ჯავახიას აქტიურობას გიგაშვილის მიერ დადებული ლელო მოჰყვა და „ტულონი“ 28:20 დაწინაურდა.

TOP 14-ის მიმდინარე სეზონში ეს გიგაშვილის პირველი ლელოა, „ტულონი“ კი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.