რაგბი | ჯავახიამ, მჭედლიძემ და ჯალაღონიამ ლელოები მიითვალეს, მატკავა ისევ ერთ-ერთი გამორჩეული იყო [ვიდეო] #1TVSPORT

01:44, 24.10.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მერვე ტურის მატჩებს ქართველების შედეგიანი თამაშის გარეშე არ ჩაუვლია.

„იოინა“ სეზონში პირველად დამარცხდა – სტუმრად „მონტობანთან“ დაძაბულ მატჩში, 23:24. ამის მიუხედავად, ლუკა მატკავამ მაინც გამოიჩინა თავი – 23 ქულიდან 13 ქართველი მგეზავის ანგარიშზეა, რომელმაც სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა დაარტყა ზუსტად.

„ანგულემმა“ „დაქსი“ იოლად, დიდი ანგარიშით, 49:7 დაამარცხა. ანგარიში მასპინძელთაგან გიორგი ჯავახიამ გახსნა, რომელმაც სეზონში მეორე ლელო მიითვალა. მასპინძელთა რიგებში 58 წუთი გაატარა მოედანზე გელა აფრასიძემ.

„ორიაკისა“ და „ნევერის“ მატჩში თავი ირაკლი მჭედლიძემ გამოიჩინა – „ორიაკმა“ მეტოქეს 41:16 სძლია. მასპინძელთაგან ერთი ლელო მჭედლიძემ მიითვალა, რომელმაც ბოლო სამ თამაშში – მეორე, სულ სეზონში კი მეოთხე ლელო დადო.

„პროვანსმა“ საკუთარ მოედანზე 54:3 მოუგო „ბეზიეს“, თორნიკე ჯალაღონიამ კი მიმდინარე სეზონში PRO D2-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.

მსგავსი