რაგბი | ჯალაღონიას და ალანიას ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 26-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც თავი ორმა ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა.

„პროვანსმა“ „ბეზიე“ 31:20 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – ლელო თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა, რომელმაც თავი მე-4 წუთზე გამოიჩინა.

„პროვანსი“ 76 ქულით მესამე ადგილზეა და TOP14-ში გადასვლისთვის იბრძვის.

ჯალაღონიამ მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო მიითვალა.

„ორიაკის“ შემადგენლობაში ლელოთი თავი გამოიჩინა მიხეილ ალანიამ, მაგრამ მისი გუნდი „კოლომიესთან“ 37:46 დამარცხდა

ალანაიამ მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო, „ორიაკი“ კი მე-15 ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.