რაგბი | ივლისის ტესტმატჩებისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ივლისის ტესტმატჩებისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის ტესტმატჩების სერიას 5 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე ირლანდიასთან მატჩთ გახსნის.

ამ შეხვედრის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც 12 ივლისს ბლუმფონტეინის „ჩიტაზს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 19 ივლისს – მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკას.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ამ მატჩებისთის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ტრავმების გამო ივლისის ტესტებს სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ბექა გორგაძე („პო“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“) და გიორგი შველიძე („ბრივი“) გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახლაძე („კლერმონი“), დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), ვახტანგ ჯინჭარაძე („მონტობანი“), ირაკლი აფციაური („ლიონი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), ბაჩუკი ჭუმბაძე („შავი ლომი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), გიორგი ცუცუქირიძე („შავი ლომი“), გიორგი სინაურიძე („აია“).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), ლუკა მატკავა („კასტრი“), თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).