რაგბი | ირაკლი აფციაურის პირველი ლელო საფრანგეთის TOP 14-ში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (TOP 14) მე-15 ტურის მატჩი ჩაატარა „ლიონმა“, რომლიც სტუმრად 34:35 დამარცხდა „რასინგთან“.
64-ე წუთზე ლიონელები ირაკლი აფციაურის მიერ დადებული ლელოს შემდეგ 29:22 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ, მინიმალური ანგარიშით წააგეს.
აფციაურისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა, „ლიონი“ კი 28 ქულით მე-12 ადგილზეა.