რაგბი | ირაკლი აფციაურის მეორე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | ირაკლი აფციაურის მეორე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც ერთმა ქართველმა შეძლო ლელოს დადება.

„ლიონი“ „სტად ფრანსეს“ ესტუმრა და 17:59 დამარცხდა. ლიონელთა შემადგენლობაში ერთი ლელო ირაკლი აფციაურის ანგარიშზეა – ქართველი ლეგიონერისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა.

„ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი აფციაური და ბექა საღინაძე, ხოლო ბექა შვანგირაძე შეცვლაზე შევიდა. აფციაური მეორე ტაიმში შეცვალეს, საღინაძემ სრულად ითამაშა.

„სტად ფრანსეს“ სასტარტოში იყო გიორგი მელიქიძე, რომელიც 47-ე წუთზე შეცვალეს.