რაგბი | ირაკლი აფციაური კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს #1TVSPORT
რაგბი | ირაკლი აფციაური კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საფრანგეთის TOP 14-ის სარაგბო კლუბ „ლიონში“ კარიერას კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე, შერკინების ბურჯი ირაკლი აფციაური გააგრძელებს – ფრანგულმა კლუბმა 21 წლის მორაგბესთნ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში აფციაურმა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) „გრენობლის“ შემადგენლობაში ცხრა თამაში ჩაატარა და ერთი ლელო დადო.

აფციაური ამჟამად „ბორჯღალოსნებთან“ ერთადაა და 10 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ „ლიონში“ საქართველოს ნაკრების წევრები – დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე და ლუკა ხორბალაძე თამაშობენ.