რაგბი | იოანე იაშაღაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ სეზონი შეაჯამა და ტურნირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
საუკეთესოთა შორის „მონ დე მარსანის“ ქართველი მესამეხაზელი, იოანე იაშაღაშვილი მოხვდა, რომელიც რვა ნომრის პოზიციაზე მეორე დივიზიონში საუკეთესოდ აღიარეს.
„მონ დე მარსანმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 60 ქულა დააგროვა, რეგულარული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა და დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
იოანე იაშაღაშვილმა „მონ დე მარსანში“ 26 მატჩი ჩაატარა და 4 ლელო დადო.
La phase régulière de Pro D2 s’est terminée vendredi dernier. L’occasion de dévoiler le XV de la saison suivant les étoiles attribuées par les envoyés spéciaux du Midi Olympique chaque semaine.
Quel autre joueur aurait sa place dans ce XV ? 🏉 pic.twitter.com/W3m9YxotBC
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) May 20, 2025