რაგბი | ილია სპანდერაშვილის გადამწყვეტი ლელო - „ვალანს რომანმა“ „ბრივი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 28-ე ტური „ვალანს რომანისა“ და „ბრივის“ მატჩით დაიწყო – „ვალანს რომანმა“ საკუთარ მოედანზე 33:27 მოიგო.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ილია სპანდერაშვილმა, რომელმაც 79-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო დადო – იმ დროისთვის მისი გუნდი 26:27 მარცხდებოდა და საბოლოოდ 33:27 მოიგო.

საქართველოს ნაკრების მორაგბისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში ეს  მეორე ლელოა, „ვალანს რომანი“ კი 80 ქულით მესამე ადგილზეა.

ტურის დარჩენილი მატჩები 24 აპრილს გაიმართება.