რაგბი | გურამ გოგიჩაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატი განახლდა და TOP-14-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

„რასინგმა“ საკუთარ მოედანზე კასტრი 52:21 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს და ბონუსქულა მოიპოვეს – შვიდიდან ერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილის ანგარიშზეა.

გოგიჩაშვილმა მიმდინარე სეზონი მეორე ლელო დადო, „რასინგი“ 50 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.