რაგბი | გიორგი პერტაიას პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - თავი სხვა ქართველმა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
„მონ დე მარსანი“ სტუმრად „ნევერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 29:29 ითამაშა. ანგარიში სტუმრებმა პირველივე წუთზე იოანე იაშაღაშვილის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს.
მიმდინარე სეზონში ეს იაშაღაშვილი მეოთხე ლელოა. მისი გუნდი 24 ქულით მე-15 ადგილზეა და მეორე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
„მონ დე მარსანში“ იაშაღაშვილმა და ლადო ჩაჩანიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს, „ნევერში“ კი სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა უნგიაძე, ხოლო ლაშა ფხაკაძე, ილია კაიკაციშვილი და რატი ზაზაძე შეცვლაზე შევიდნენ.
მიმდინარე სეზონში „გრენობლის“ მაისურით სადებიუტო ლელო დადო გიორგი პერტაიამ, თუმცა მისი გუნდი „ვანთან“ 26:29 დამარცხდა.
„ოიონამ“ გასვლით მატჩში „ანგულემს“ 23:11 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ლუკა მატკავამაც შეიტანა, რომელმაც ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ხოლო ერთი ლელო მისი გადაცემის შემდეგ გავიდა.
„ორიაკი“ სტუმარად 10:26 დამარცხდა „პროვანსთან“. სტუმართა მიერ მოპოვებული ათი ქულიდან, ხუთი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც ერთი გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.