რაგბი | გიორგი მელიქიძის დუბლი საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა, თუმცა კლუბებში დარჩენილთაგან „სტად ფრანსეში“ წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი მელიქიძემ.
„სტად ფრანსემ“ საკუთრ მოედანზე „ტულონი“ ბონუსქულით 51:24 დაამარცხა, გიორგი მელიქიძემ კი დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში მელიქიძის ანგარიშზე 4 ლელოა, „სტად ფრანსე“ კი 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.