საქართველოს ნაკრებისა და „სტად ფრანსეს“ შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი დივიზიონის (TOP 14) ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
TOP 14-ის მე-12 ტურში „სტად ფრანსემ“ საკუთრ მოედანზე „რასნგს“ უმასპინძლა და ფრედ 20:20 ითამაშა.
მელიქიძე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ე.წ. „გაწითლებულ დროში“ ლელო დადო და „სტად ფრანსე“ წაგებას გადაარჩინა.
მიმდინარე სეზონში გიორგი მელიქიძის ანგარიშზე ექვსი ლელოა.