რაგბი | გიორგი კვესელაძე კარიერას „შავ ლომში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი კვესელაძე კარიერას „შავ ლომში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას „შავი ლომის“ პრესსამსახური ავრცელებს.
28 წლის კვესელაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) „გრენობლში“ თამაშობდა, რომელმაც სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.
ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 24 თამაში ჩაატარა (მათ შორის 17 სასტარტოში) და ორი ლელო დადო.