რაგბი | გიორგი ახალაძის პირველი ლელო TOP 14-ის ახალ სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) პირველი ტურის დასკვნით მატჩში „კლერმონმა“ „ტულუზს“ უმასპინძლა და 24:34 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ახალაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 48-ე წუთზე შევიდა, ოთხ წუთში კი ახალ სეზონში პირველი ლელო მიითვალა, რომელიც კლერმონელებმა ზუსტად გარდასახეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

TOP 14-ის პირველ ტურში სხვა ქართველი ლეგიონერებიდან შედეგიანი მოქმედებით თავი არავის გამოუჩენია. მეორე ტურის მატჩები 13 სექტემბერს გაიმართება.