რაგბი | გიორგი ახალაძემ „კლერმონთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
რაგბი | გიორგი ახალაძემ „კლერმონთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, გიორგი ახალაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და „კლერმონის“ ღირსებას 2029 წლამდე დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

26 წლის ახალაძე „კლერმონში“ „ბეზიედან“ გადავიდა და ახალი კლუბის შემადგენლობაში თავიდანვე დაიმკვიდრა ადგილი. მან მიმდინარე სეზონში შვიდ შეხვედრაში ოთხი ლელო მიითვალა.

„მოხარული ვარ, რომ გიორგი ახალაძე მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ჩვენთან ითამაშებს. ის შრომისმოყვარე და მონდომებული მორაგბეა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, განვითარეს და უკეთესად ითამაშოს.

ახალაძე „კლერმონში“ თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება. მისი პოტენციალის გათვალისწინებით, დარწუნებული ვართ, რომ პროგრესს განაგრძობს და გუნდს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა „კლერონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფერ ურიოსმა.