რაგბი | გაგი მარგველაშვილმა „რასინგთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
21 წლის ქართველმა მორაგბემ, გაგი მარგველაშვილმა ფრანგულ კლუბ „რასინგთან“ ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ფანგული სარაგბი გამოცემა „მიდი ოლიმპიკი“ ავრცელებს.
„„რასინგის“ მთავარ მწვრთნელად პატრის კოლაცოს დანიშვნის შემდეგ კლუბი აქცენტს თავისი აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეების განვითარებაზე აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე ქართველი გაგი მარგველაშვილია.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მარგველაშვილი პირველად მოხვდა ძირითად გუნდში, სადაც სამი მატჩი ჩაატარა და ხელმძღვანელობა თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა.
ქართველ მეორეხაზელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურებოდა, მაგრამ ის კარიერას კვლავ „რასინგში“ გააგრძელებს, რადგან ხელშეკრულება ორი სეზონით გაახანგრძლივა“, – წერს „მიდი ოლიმპიკი“.