რაგბი | გაგი მარგველაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
იტალიაში დაიწყო მსოფლიო თასის გათამაშება 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტურის შეხვედრა ირლანდიის ნაკრებთან 28:35 დათმეს, მაგრამ ორი ბონუსქულა მოიპოვეს – მეტოქსითვის დადებული ოთხი ლელოსთვის და რვა ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.
პირველი ტურის შემდეგ გამოცემა Nextgenxv.com-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მეორეხაზელი გაგი მარგველაშივილი მოხვდა, რომელმაც ამ შეხვედრაში ქართველების პირველი ლელო დადო.
„საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. შეხვედრის პირველ ტაიმში დროულად აჰყვა თანაგუნდელების შეტევას და ეფექტური ლელო დადო.
ლელოს გარდა, მარგველაშვილი აქტიური იყო რაქში თამაშისას და ორთაბრძოლებშიც აგრესიულობა გამოიჩინა. ირლანდიელთა წნეხის პირობებშიც კი რამდენჯერემე კარგად მოახერხა ბურთის წააღება და მეტოქის დაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები საბოლოოდ დამარცხდა, მარგველაშვილის ფიზიკური კონტაქტის ძალა და სტანდარტულ სიტუაციებში შესრულებული ფუნქციები მიანიშნებს, რომ ის მიმდინარე ტურნირში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეორეხაზელია“, – ასე ახასიათებს გამოცემა მარგველაშვილის თამაშს.