რაგბი | ფრანგული გამოცემა - იოანე იაშაღაშვილი „მონ დე მარსანიდან“ „ვანში“ გადადის #1TVSPORT
25 წლის ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) „მონ დე მარსანში“ თამაშობს, ახალი სეზონიდან, შესაძლოა, „ვანში“ გადავიდეს, – ინფორმაციას გამოცემა „მიდი ოლიმპიკი“ ავრცელებს.
„საფრანგეთის მეორე დივიზიონის ლიდერი „ვანი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „მონ დე მარსანის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშესთან, იოანე იაშაღაშვილთან და მასთან კონტრაქტის გაფორმებსათნ ახლოსაა.
ქართველი მორაგბე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან „მონ დე მარსანის“ რიგებში 60 თამაში ჩატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ერთხელ იყო გამოძახებული.
ცნობილი გახდა, რომ იაშაღაშვილი რამდენიმე კვირის წინ „ვანის“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა“, – წერს „მიდი ოლიმპიკი“.
იაშაღაშვილის ტრანსფერის შესახებ Le Telegramme-მაც დაწერა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორკინალმა „ვანთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2028 წლამდე ითამაშებს.
იაშაღაშვილმა მიმდინარე სეზონში „მონ დე მარსანში“ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი ლელო დადო.
საფრანგეთის PRO D2-ში „ვანი“ 49 ქულით პირველ ადგილზეა და TOP 14-ში გადასვლის კარგი შანსი აქვს.